Monday, December 21, 2015

ტურისტული პაკეტი:

მე მიყვარს ქართლი

1. კუთხის ღირსშესანიშნაობები:

  • სვეტიცხოველი
  • სამება
  • უფლისციხე
  • ნარიყალას ციხე
  • სურამის ციხე
  • ატენის სიონი
  • ყინწვისის ეკლესია
  • სამთავისის ეკლესია
  • რკონის მონასტერი
  • გორის ციხე
  • წრომის ტაძარი
  • ქვათახევი


2. დაბინავებისა და კვების ადგილები:
  დაბინავება - ტურისტები დაბინავდებიან სასტუმრო Golden Palace-ში, რომელიც მდებარეობს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში. სასტუმროს ნომრები ევროპულ სტანდარტს შეესაბამება, შექმნილია ყველა პირობა, რომ კარგად დაისვენოთ.

  კვება - სასტუმროში კვება ორჯერადია.

3. საკომუნიკაციო საშუალებები:
   საკომუნიკაციო საშუალებებიდან არის სატელეფონო და მობილური კავშირი, ინტერნეტი.




ორ დღიანი გასვლითი ტური ქართლში


პირველი დღე 


   ტურისტი გაემგზავრება მცხეთაში, დაათვარიელებს სვეტიცხოველს, ჯვრის მონასტერს. ასევე მოინახულებს სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერს. საღამოს დაბრუნდება სასტუმროში.


მეორე დღე

  ტურისტი დილით გაემგზავრება რიყეზე, სადაც დაათვარიელებს რიყის პარკის ტერიტორიას, მშვიდობის ხიდს და გადაადგილდება საბაგიროთი, შუადღეზე იგი მოინახულებს რკონის სამონასტრო კომპლექსს და საღამოს მოაწყობს პიკნიკს და დარჩება ბანაკში.


ტურის ღირებულება 150 ლარი

Friday, December 11, 2015

ქართლის პრობლემები
      ქართლში ბევრი პრობლემაა, რაც ტურისტებისთვის არაკომფორტულ გარემოს ქმნის. მწვავედ დგას ეკოლოგიური პრობლემის საკითხი. ტურისტები ხშირად თავს იკავებენ ქართლში მოგზაურობაზე ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს გამო. ეს პრობლემა ძირითადად არის არაინფორმირებული საზოგადოების გამო. ქართლის ბევრ რეგიონში დგას ნაგვის ურნები, მაგრამ ხალხი ხშირ შემთხვევაში ნაგავს ქუჩაში ყრის. ზოგიერთ რეგიონში კი ნაგვის ურნების არარსებობის გამოა ეს პრობლემა. 
     გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა ქართლში არის სხვა სახის პრობლემებიც. ქართლის ბევრ სოფელში არაა განათება, ასევე პრობლემას ქმნის წყლის გაყვანილობების არარსებობა. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა იწვევს ტურისტების რაოდენობის შემცირებას. 
    დიდ პრობლემას ქმნის ისიც, რომ ქარის, ან ცუდი ამინდის დროს ხშირად სინათლე ითიშება.
     ხშირად ტურისტი გადაადგილებისთვის ყურადღებას ამახვილებს გეოგრაფიული
პუნქტების აღმნიშვნელ ნიშნებზე, რომლებიც არ დგას ზოგიერთ ადგილებში.
     ასევე პრობლემაა სველი წერტილების არარსებობა. ქართლში არაა საკმარისი სასტუმროები, რადგან სასტუმროების უმრავლესობა თბილისშია და ტურისტს ხშირად სურს სხვა ადგილას დარჩენა.
ლექსები ქართლზე
    ქართლზე მრავალ პოეტს დაუწერია ლექსები, ისინი წერდნენ ქართლის ბუნების მშვენიერებაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, ღირსშესანიშნაობებზე და მრავალ სხვა თემაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეცნო რამოდენიმე ლექსი. 
      პირველი ესაა მურმან ლებანიძის ლექსი "უფლისციხესთან".
           
უფლისციხესთან

უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არადაღვრილის,- დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
   არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია, 
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მშვენიერია ორ ზღვას შუა კავკასის ხედი
და კითხვა: "ვინ ვის?" ბებერ გულში
ლახვრად მაჩნია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა
არ გამაჩნია!..

მურმან ლებანიძე

           ახლა გაგაცნობთ მანანა ჩიტიშვილის ლექსს "ქართლი".

ქართლი


როცა ქართლში გაზაფხული                                                                    
აამწვანებს სერს და ყანობს,                                                                      
ცხელი სისხლი ჩაუდგება                          ,                                            
  სამაჩაბლოს, სამუხრანოს.                                                                        
დაშვენდება საულვაშე                                                                            
დოლის პურს და ქერის თავთავს,                                                          
ქსანზე ნისლად აცურდება                                                                      
წმიდა სული ერისთავთა.                                                                        
მუხრანს ზემოთ ერთი შინდი                                                                  
რომ ყვავილობს გამთენია,                                                                      
ქეთევანის სულის საოხ                                                                            
ანთებული სანთელია.                                                                            
მიწას, ასჯერ გადაბუგულს,                                                                    
თავზე ადგას სვეტი ნათლის,                                                                  
პირჯვრის წერით სათქმელია:                                                                
ზემო,                                                                                                      
ქვემო,                                                                                                      
შუა ქართლი.                                                                                          
ქართლო, საქართველოს ძირო,                                                              
ქართლო, საქართველოს ფარო,                                                              
არც არავინ გაგიტოლო,                                                                          
ვერც ვერავინ შეგედაროს.                                                                      
გადავძახი ოთხივ მხარეს,                                                                      
 სადაც მზერა გადამიტანს:                                                                      
,,საქართველო ქართლით არი!”                                                              
ზეცა ამბობს:                                                                                            
,,ჭეშმარიტად!”                                                                                          
მეფედ საქართველოისა                                                                          
არ ითქმოდა არვის ნებით,                                                                      
 თუ სკიპტრას და ოქროს გვირგვინს                                                        
მცხეთას შენ არ უკურთხებდი.                                                                
უწინ ბევრჯერ ნაწამები,                                                                          
მაინც მუდამ მთქმელი მართლის,                                                          
ერის მჩენი, გადამრჩენი –                                                                       
ქართლი,                                                                                                  
მშვენიერი ქართლი!                                                                                
მცხეთას ლოცვად დაგიდგები,                                                                
ვიმარტვილებ, ვიმარხულებ,                                                                  
თუ ათას წლებს შენ ასეთი                                                                      
ეშხით გამოიზაფხულებ.                                                                        
დღეისდღესაც ღვაწლი შენი,                                                                  
მადლი შენი უდევს დვრიტად,                                                              
,,საქართველო ქართლით არი!”                                                                
ცა მიმოწმებს:                                                                                          
,,ჭეშმარიტად!
                                                                                           
მე ვით გეტყვი, ანდა ქვეყნად                                                                
ღვაწლი შენი ვინ თქვას დათვლით...                                                    
დედა საქართველოისა,                                                                          
გული საქართველოისა -                                                                        
ქართლი,                                                                                                  
საოცარი ქართლი!                                                                                  
მანანა ჩიტიშვილი

ქართლის ეთნოგრაფია
 
 ქართლელები ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფია. საუბრობენ ქართულ დიალექტზე. წარსულში ქართლელები გამოირჩეოდნენ კულტურისა და ყოფის ადგილობრივი თავისებურებებით. ქართული ფოლკლორის მრავალი ნიმუშია შექმნილი ქართლში. ქართლ-კახეთში ორხმიანი და მრავალმხრივი სიმღერების დიდი ტრადიციებია.
როგორც სხვა კუთხეებში, აქაც ყველაზე მეტას შრომის დროს და სუფრასთან მღეროდნენ. ცნობილია ქართული მაყრული, ნამგლური, ქართლური მკის სიმღერა, ქართლული ჭონა. ხალხური მუსიკის ნიმუშების შეკრება ქართლში XIX საუკუნის ბოლო მეოთხედიდან დაიწყო. ამ საქმეში მრავალი მოღვაწე იყო ჩართული.
   ქართლის მრავალი ეთნოგრაფიული ნიმუში- საკრავები, სამოსი, საოჯახო ნივთები, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება, რომელიც 1935 წელს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ხელშეწყობით დაარსდა.

Monday, December 7, 2015

ქართლის ტრადიციები
   ქართლი მრავალფეროვანი და გამორჩეულია ტრადიციებით. მათ ტრადიციებში გამორჩეულია: ატოცობა, დიდგორობა, გორიჯვარობა და კუდიანობა.
   ატოცი არის წმინდა გიორგის სალოცავი ქართლში (ფრონეს ხეობაში). ყველაზე დიდი

და ძლიერი სალოცავია. მისი სიძლიერე როგორც ჩანს, ატოცის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატიდან მომდინარეობს. ატოცობის დღესასწაული სექტემბრის ბოლო კვირას იწყებოდა და პირველ ოქტომბრამდე გრძელდებოდა. ატოცობა ასევე 13 (6 მაისს) აპრილსაც აღინიშნებოდა. დღესასწაულზე სულით ავადმყოფები ატოცის წმინდა გიორგიში მიყავდათ და ხალხი მას სულით ავადმყოფების განკურნებას სთხოვდა, სალოცავში, მლოცველები ღამისთევით მიდიოდნენ, მიჰყავდათ საკლავი, შესაწირი.
 
 დიდგორობა ქართლში, დიდგორის ველზე, სოფელ დიღომში 20 მაისს იმართება. აქ მლოცავები მოდიან: თბილისიდან, ქართლის სხვადასხვა სოფლიდან და კახეთიდან. დიდგორობაზე ვაჭრებსა და ხელოსნებს სხვადასხვა სახის ნაწარმი მიაქვთ და ბაზრობა იმართება. დიდგორის მთის ძირში, რომელსაც "მისალოცს" ეძახიან, ლოცულობენ, კლავენ შესაწირს, მართავდნენ რიტუალებს, ბოლოს კი იმართება პურობა, ჯირითი და ახალგაზრდები ერთმანეთს ჭიდაობაში ეჯიბრებიან.
   
გორიჯვარი წმინდა გიორგის სალოცავია, რომელიც მდებარეობს გორის მახლობლად. აქ ორჯერ აღინიშნება გორიჯვარობა-წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაული გაზაფხულზე და შემოდგომაზე. სალოცავი არის მთის წვერზე, მთის ძირში კი ნიში. ხალხი განსაკუთრებით ჯანმრთელობას სთხოვს წმინდა გიორგის სალოცავს. სწირავდნენ საკლავს, ღვინოს, ასრულებენ რიტუალებს და მართავენ ბაზრობას.
   ქართლში კუდიანობის ღამეს ასკილის, ტყემლის, ტოტებს ჭრიან, წვრილად კეპავენ, ტაბაკაზე ყრიან,
ზედ ნახშირს აყრიან და ყანაში მიაქვთ. ასკილის ტოტებს მიწაში არჭობენ და ნახშირს უყრიან. ასკილისა და ტყემალის ტოტებს ბოსტანშიც არჭობენ ავი თვალი, ავი ყბა აღარ მოუდგებაო. თუ ქათამი კვერცხზე იჯდა, ასკილის ტოტებს საქათმის კარსაც უკეთებენ, კუდიანების დასაფრთხობად. 

Wednesday, November 25, 2015

ახალი წელი ქართლში
ახალი წელი, საქართველოს ყოველ კუთხეში სხვადასხვანაირად აღინიშნება.

 ქართლში ახალ წელს აღნიშნავენ ასე: თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ  ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაადებს.
ხონჩის ერთ გვერდზე "დასაბერებლად" თაფლში ამოვლებული პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლელები "აბრამიანს" უწოდებენ.
 შემდეგ ბოსელში კვერცხებს შეაგროვებენ, საქონელს ხელს წელზე გადაუსვამენ და ეტყვიან: ასე მთლიანად დაესწარ მრავალ წელსაო. ყველას ჩამოუვლიან და ბოლოს კვერცხებს იქვე მთელი ღამის განმავლობაში დანთებულ ცეცხლში წვავენ და ჭამენ. ქალი საქათმეში შევა, შინაურ ფრინველს წყალს დაუსხამს და ბლომად საკენკს დაუყრის, თნ ეტყვის:დამეზარდოს ამდენი ქათამი, იხვი, ბატი...
            ქართლში დიასახლისი სიმინდს ან ქერს ხელსახოცში ახვევს ხოლმე და წყალში აგდებს, თან ამბობს: "წყალო ეს ნაკმანი შენ და წრეულს ბევრი წვრილფეხი დამეზარდოს". ზოგი კვერს წყალთნ ქვაზე დადებს ზოგიც წყალში აგდებს ხოლმე. ასე უცნაურად აღნიშნავენ ახალ წელს ქართლში.

Tuesday, November 24, 2015

გამოჩენილი ქართლელი საზოგადო მოღვაწეები

   ქართლმა არაერთი გამორჩეული მოაზროვნე, ლიტერატორი, მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე აღზარდა. გამოჩენილი ქართლელი საზოგადო მოღვაწეები არიან: სულხან-საბა ორბელიანი, იაკობ გოგებაშვილი, დავით გურამიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლომოური.
   სულხან-საბა ორბელიანი_ ერთ-ერთი გამორჩეული ლიტერატორი და მოაზროვნე, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე დაიბადა 1658 წელს ქართლის სოფელ ტანძიაში. მამამისი ვახტანგი ქართლ
ის სამეფოს მდივანბეგი გახლდათ, დედა თამარ- ზაალ არაგვის ერისთავის ასული.
   იაკობ გოგებაშვილი_ გამოჩენილი მწერალი, პედაგოგი, პირველი ქართული "დედა ენის" ავტორი და ქართელთ შრის წერა-კითხვისგავრცელებისათვის აქტიურად მოღვაწე დაიბადა 1840 წელს სოფელ ვარიანში, ახლანდელი გორის რაიონში, ღარიბი მღვდლის ოჯახში.
   
დავით გურამიშვილი_ ქართველი პოეტი, ავტორი "დავითიანისა" დაიბადა 1705 წელს სოფელ გორისუბანში.
    დიმიტრი ყიფიანი_ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმანთა
ვისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური დაიბადა 1814 წელს სოფელ მერეთში, მაშინდელი გორის მაზრაში.
    
ივანე ჯავახიშვილი_ ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის
სახელმწიფოს უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დაიბადა 1876 წელს. წარმოშობით ქართლიდან იყო. (კასპიის რაიონის სოფელ ხოვლეში მისი სახლ-მუზეუმი მდებარეობს.)
    გიორგი მაზნიაშვილი_ ქართველი მხედართმთავარი, გენერალი დაიბადა 1870 წელს კასპის რაიონ სოფელ სასირეთში.
    მიხეილ ჯავახიშვილი_ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. მისი ნამდვილი გვარია ადამაშვილი. დაიბადა 1880 წელს მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში.
    ნიკო ლომოური_ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. დაიბადა 1852 წელს სოფელ არბოში ახლანდელი გორის რაიონში

Saturday, November 7, 2015

ლეგენდები ქართლზე

    ქართლთან დაკავშირებით მრავალი ლეგენდა არსებობს,მაგალითად:ლეგენდა სურამის ციხეზე, სვეტიცხოველზე, მეფე ფარნავაზზე და ა.შ 
     ლეგენდა სურამის ციხეზე მოგვითხრობს,რომ მშენებლობისას კედელი ინგრეოდა, მანამ სანამ ცოცხლად არ ჩაატანეს დედისერთა ვაჟი ზურაბი. ამის შემდეგ ციხე უძლეველი გახდა. ეს ლეგენდა დაედო საფუძვლად დანიელ ჭონქაძის "სურამის ციხეს" და დავით სულიაშვილის მოთხრობას "ზურაბის ციხე".
"სურამისა ციხეო,
სურვილითა გნახეო,
ჩემი ზურაბ მანდ არის,
კარგად შემინახეო."
    სვეტიცხოვლის ერთ-ერთ კედელზე ხელის გამოსახულებაა. თქმულების თანახმად ამ დიდებული ტაძრის არქიტექტორ არსაკიძეს მკლავი მოკვეთეს, რომ მასზე უკეთესი შენობა აღარ აეგო.
    ერთ-ერთი ლეგენდა უკავშირდება მეფე ფარნავაზს, რომელსაც დიღმის ველზე ნადირობისას გამოქვაბულში დიდძალი განძი უპოვნია. მან განძით ჯარი შეაიარაღა და ეგრისის ერისთავ ქუჯისთან ერთად აზონი განდევნა. მანვე ჩაუყარა საფუძველი ქართლის სამეფოს.

ქართლის სამზარეულო

    ქართლი გამოირჩევა კულინარიული მრავალფეროვნებით, როგორიცაა:  მაწვნის, ღოლოს, დოს, შინდის შეჭამანდი, პურის ხარჩო, ყველი; ასევე გამოიყენება ბოსტნეული: კარტოფილი, ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, ბოლოკი, კიტრი, პამიდორი და სხვა.
    გამორჩეული კერძია ნაკვერჩხალზე შემწვარი კალმახი,
ჩიხირთმა, სოკო, ჩაქაფული, პიტნით შეზავებული ნადუღი, ხაში ლავაშით. დიდი
პოპულარობით სარგებლობს დედას პური, ნაზუქი, ლობიანი, ტყემლის საწებელი, წნილები.
   კერძების საკმაზად
იყენებენ: ხმელ სუნელს, კოწახურს, ქინძს, ოხრახუშს, ნიახურს, პიტნას, ნიორს, ტარხუნას, წიწაკას. ზამთრისთვის ამზადებენ ჩურჩხელებს, სხვადა
სხვა ხილის ჩირს, ტყლაპს, ხილფაფას.
    ქართლში განვითრებულია მეხილეობა და მევენახეობა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოყავთ ვაშლი, ატამი, მსხალი, ქლიავი. გავრცელებულია ქართული ყურძნის ჯიშები.
    ლურჯ სუფრაზე გემრიელ კერძებთან ერთად მიღებულია წითელი ღვინო.

     ებრაელები საქართველოში


    ქართლში, კერძოდ მცხეთაში, 26 საუკუნის წინ დასახლებულან სამშობლოდან დევნილი ებრაელები. მათგან გამორჩეულები ყოფილან ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, რომლებიც მიიწვიეს პალესტინაში ქრისტეს სასამართლოზე. ჩასულებს მაცხოვარი ჯვარცმული დახვდათ. ელიოზ მცხეთელმა გამოისყიდა ქრისტეს კვართი და მცხეთაში ჩამოიტანა. მისმა დამ, სიდონიამ კვართი ჩაიკრა გულში და გარდაიცვალა. იგი კვართთან ერთად მიაბარეს მიწას. მის საფლავზე ლიბანის კედარი ამოვიდა, რომელიც სვეტიცხოვლის მშენებლობისას გამოიყენეს.
    პირველი ქრისტიანული ეკლესია "სვეტიცხოველი" ქრისტეს კვართზეა აგებული.
    ეს ლეგენდა საფუძვლად დაედო ქართველი და ებრაელი ხალხის საუკუნოვან მეგობრობას, რომელიც დღემდე გრძელდება
.

Friday, November 6, 2015

ქართლის ღირსშესანიშნაობები

    ქართლი მდიდარია ღირსშესანიშნაობებით. მათ შორის გამოირჩევა: სვეტიცხოველი, სამება, უფლისციხე, ნარიყალას ციხე და სურამის ციხე.
    ჩვენ გაგაცნობთ თითოეულ ძეგლს, რათა თქვენ თვითონ ნახოთ ქართლის მრავალფეროვანი კულტურული ძეგლები.
    სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი XI საუკუნის ძეგლია. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის
კვართი და წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. სვეტიცხოველი საქართველოში ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. 
    ახლა კი მოგიყვებით თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარზე, რომელიც მდებარეობს ელიას გორაზე, ავლაბარში. იგი აშენდა 1995-2004 წლებში. საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II ძირითადად წირვა-ლოცვებს ატარებს სამებაში, აქედან გამომდინარეობს სამებაში ხალხის სიმრავლე. სამება ძალიან ლამაზია, როგორც ინტერიერით, ასევე ექსტერიერით.    უფლისციხე არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი. იგი მდებარეობს ქალაქ გორთან. უფლისციხეს მისი უნიკალურობის გამი მრავალი ტურისტი სტუმრობს და ყველას გირჩევთ უფლისციხეში მოგზაურობას.     ნარიყალა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლია. იგი ბევრჯერ დაინგრა და დაზიანდა მტრების შემოსევების გამო, მაგრამ შემდეგ მოხდა მისი რესტავრაცია.

    ზემოთ ხსენებული ღირსშესანიშნაობებიდან ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული ნაგებობაა სურამის ციხე. თუ როდის და ვინ ააგო ეს ციხე ისტორიულად არაა ცნობილი. სურამის ციხის კედლებს მრავალი ბრძოლა გადაუტანია. უძველესი დროიდან სურამის ციხეზე მრავალი ლეგენდა თქმულა. ყოველწლიურად სურამის ციხეს მრავალი დამთვარიელებელი ჰყავს. 

ქართლის მდებარეობა

   ქართლი იყოფა სამ ნაწილად: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და ზემო ქართლი.
   შიდა ქართლი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მთათაშორისი ბარის ცენტრში. ის ისტორიული ქართლის ნაწილია. შიდა ქართლს აღმოსავლეთით ესაზღვრება კახეთი. ჩრდილო-აღმოსავლეთით _ მთიულეთი, ჩრდილოეთით _რუსეთი, ჩრდილო-დასავლეთით_რაჭა, დასავლეთით _ იმერეთი, სამხრეთ-დასავლეთით_ ჯავახეთი, ხოლო სამხრეთით _ ქვემო ქართლი.
    ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით. XIII საუკუნიდან მოყოლებული, მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო ქვემო ქართლი საგრძნობლად დაიცალა მოსახლეობისგან. ქვემო ქართლი მოიცავს ბოლნისის, წალკის, დმანისის, გარდაბნის, თეთრი წყაროს და მარნეულის რაიონების ტერიტორიებს.
    ზემო ქართლი არის ისტორიული მხარე, რომელიც მოიცავდა მტკვრის ზედა დინებას ტაშისკარამდე. ტერმინი "ზემო ქართლი" შეესაბამება გვიანდელი ხანის "მესხეთს".