Monday, December 7, 2015

ქართლის ტრადიციები
   ქართლი მრავალფეროვანი და გამორჩეულია ტრადიციებით. მათ ტრადიციებში გამორჩეულია: ატოცობა, დიდგორობა, გორიჯვარობა და კუდიანობა.
   ატოცი არის წმინდა გიორგის სალოცავი ქართლში (ფრონეს ხეობაში). ყველაზე დიდი

და ძლიერი სალოცავია. მისი სიძლიერე როგორც ჩანს, ატოცის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატიდან მომდინარეობს. ატოცობის დღესასწაული სექტემბრის ბოლო კვირას იწყებოდა და პირველ ოქტომბრამდე გრძელდებოდა. ატოცობა ასევე 13 (6 მაისს) აპრილსაც აღინიშნებოდა. დღესასწაულზე სულით ავადმყოფები ატოცის წმინდა გიორგიში მიყავდათ და ხალხი მას სულით ავადმყოფების განკურნებას სთხოვდა, სალოცავში, მლოცველები ღამისთევით მიდიოდნენ, მიჰყავდათ საკლავი, შესაწირი.
 
 დიდგორობა ქართლში, დიდგორის ველზე, სოფელ დიღომში 20 მაისს იმართება. აქ მლოცავები მოდიან: თბილისიდან, ქართლის სხვადასხვა სოფლიდან და კახეთიდან. დიდგორობაზე ვაჭრებსა და ხელოსნებს სხვადასხვა სახის ნაწარმი მიაქვთ და ბაზრობა იმართება. დიდგორის მთის ძირში, რომელსაც "მისალოცს" ეძახიან, ლოცულობენ, კლავენ შესაწირს, მართავდნენ რიტუალებს, ბოლოს კი იმართება პურობა, ჯირითი და ახალგაზრდები ერთმანეთს ჭიდაობაში ეჯიბრებიან.
   
გორიჯვარი წმინდა გიორგის სალოცავია, რომელიც მდებარეობს გორის მახლობლად. აქ ორჯერ აღინიშნება გორიჯვარობა-წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაული გაზაფხულზე და შემოდგომაზე. სალოცავი არის მთის წვერზე, მთის ძირში კი ნიში. ხალხი განსაკუთრებით ჯანმრთელობას სთხოვს წმინდა გიორგის სალოცავს. სწირავდნენ საკლავს, ღვინოს, ასრულებენ რიტუალებს და მართავენ ბაზრობას.
   ქართლში კუდიანობის ღამეს ასკილის, ტყემლის, ტოტებს ჭრიან, წვრილად კეპავენ, ტაბაკაზე ყრიან,
ზედ ნახშირს აყრიან და ყანაში მიაქვთ. ასკილის ტოტებს მიწაში არჭობენ და ნახშირს უყრიან. ასკილისა და ტყემალის ტოტებს ბოსტანშიც არჭობენ ავი თვალი, ავი ყბა აღარ მოუდგებაო. თუ ქათამი კვერცხზე იჯდა, ასკილის ტოტებს საქათმის კარსაც უკეთებენ, კუდიანების დასაფრთხობად. 

No comments:

Post a Comment