Wednesday, November 25, 2015

ახალი წელი ქართლში
ახალი წელი, საქართველოს ყოველ კუთხეში სხვადასხვანაირად აღინიშნება.

 ქართლში ახალ წელს აღნიშნავენ ასე: თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ  ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაადებს.
ხონჩის ერთ გვერდზე "დასაბერებლად" თაფლში ამოვლებული პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლელები "აბრამიანს" უწოდებენ.
 შემდეგ ბოსელში კვერცხებს შეაგროვებენ, საქონელს ხელს წელზე გადაუსვამენ და ეტყვიან: ასე მთლიანად დაესწარ მრავალ წელსაო. ყველას ჩამოუვლიან და ბოლოს კვერცხებს იქვე მთელი ღამის განმავლობაში დანთებულ ცეცხლში წვავენ და ჭამენ. ქალი საქათმეში შევა, შინაურ ფრინველს წყალს დაუსხამს და ბლომად საკენკს დაუყრის, თნ ეტყვის:დამეზარდოს ამდენი ქათამი, იხვი, ბატი...
            ქართლში დიასახლისი სიმინდს ან ქერს ხელსახოცში ახვევს ხოლმე და წყალში აგდებს, თან ამბობს: "წყალო ეს ნაკმანი შენ და წრეულს ბევრი წვრილფეხი დამეზარდოს". ზოგი კვერს წყალთნ ქვაზე დადებს ზოგიც წყალში აგდებს ხოლმე. ასე უცნაურად აღნიშნავენ ახალ წელს ქართლში.

No comments:

Post a Comment