გამოჩენილი ქართლელი საზოგადო მოღვაწეები
ქართლმა არაერთი გამორჩეული მოაზროვნე, ლიტერატორი, მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე აღზარდა. გამოჩენილი ქართლელი საზოგადო მოღვაწეები არიან: სულხან-საბა ორბელიანი, იაკობ გოგებაშვილი, დავით გურამიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლომოური.
სულხან-საბა ორბელიანი_ ერთ-ერთი გამორჩეული ლიტერატორი და მოაზროვნე, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე დაიბადა 1658 წელს ქართლის სოფელ ტანძიაში. მამამისი ვახტანგი ქართლის სამეფოს მდივანბეგი გახლდათ, დედა თამარ- ზაალ არაგვის ერისთავის ასული.
იაკობ გოგებაშვილი_ გამოჩენილი მწერალი, პედაგოგი, პირველი ქართული "დედა ენის" ავტორი და ქართველთა შორის წერა-კითხვისგავრცელებისათვის აქტიურად მოღვაწე დაიბადა 1840 წელს სოფელ ვარიანში, ახლანდელი გორის რაიონში, ღარიბი მღვდლის ოჯახში.
დავით გურამიშვილი_ ქართველი პოეტი, ავტორი "დავითიანისა" დაიბადა 1705 წელს სოფელ გორისუბანში.
დიმიტრი ყიფიანი_ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური დაიბადა 1814 წელს სოფელ მერეთში, მაშინდელი გორის მაზრაში.
ივანე ჯავახიშვილი_ ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის
სახელმწიფოს უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დაიბადა 1876 წელს. წარმოშობით ქართლიდან იყო. (კასპიის რაიონის სოფელ ხოვლეში მისი სახლ-მუზეუმი მდებარეობს.)
გიორგი მაზნიაშვილი_ ქართველი მხედართმთავარი, გენერალი დაიბადა 1870 წელს კასპის რაიონ სოფელ სასირეთში.
მიხეილ ჯავახიშვილი_ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. მისი ნამდვილი გვარია ადამაშვილი. დაიბადა 1880 წელს მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში.
ნიკო ლომოური_ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. დაიბადა 1852 წელს სოფელ არბოში ახლანდელი გორის რაიონში
ქართლმა არაერთი გამორჩეული მოაზროვნე, ლიტერატორი, მეცნიერი და პოლიტიკური მოღვაწე აღზარდა. გამოჩენილი ქართლელი საზოგადო მოღვაწეები არიან: სულხან-საბა ორბელიანი, იაკობ გოგებაშვილი, დავით გურამიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლომოური.
სულხან-საბა ორბელიანი_ ერთ-ერთი გამორჩეული ლიტერატორი და მოაზროვნე, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე დაიბადა 1658 წელს ქართლის სოფელ ტანძიაში. მამამისი ვახტანგი ქართლის სამეფოს მდივანბეგი გახლდათ, დედა თამარ- ზაალ არაგვის ერისთავის ასული.
დავით გურამიშვილი_ ქართველი პოეტი, ავტორი "დავითიანისა" დაიბადა 1705 წელს სოფელ გორისუბანში.
დიმიტრი ყიფიანი_ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური დაიბადა 1814 წელს სოფელ მერეთში, მაშინდელი გორის მაზრაში.
ივანე ჯავახიშვილი_ ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის
სახელმწიფოს უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დაიბადა 1876 წელს. წარმოშობით ქართლიდან იყო. (კასპიის რაიონის სოფელ ხოვლეში მისი სახლ-მუზეუმი მდებარეობს.)
გიორგი მაზნიაშვილი_ ქართველი მხედართმთავარი, გენერალი დაიბადა 1870 წელს კასპის რაიონ სოფელ სასირეთში.
მიხეილ ჯავახიშვილი_ XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. მისი ნამდვილი გვარია ადამაშვილი. დაიბადა 1880 წელს მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში.
ნიკო ლომოური_ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. დაიბადა 1852 წელს სოფელ არბოში ახლანდელი გორის რაიონში
No comments:
Post a Comment